ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
საქართველოს ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია – Air Arabia Jordan იწყებს. ავიარეისები ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით განხორციელდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას Air Arabia Jordan 2017 წლის 28 აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს (26.10.17).
ავიარეისები კვირაში 2-ჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
Air Arabia Jordan არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს