ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რჩევები და პირადი გამოცდილება: როგორ მივიღოთ აშშ-ს ვიზა უარის შემდეგ
აშშ-ს ვიზის აღება უარის მიღების შემდეგ – ეს არ არის გამოგონილი, ამას დაგიმტკიცებთ რეალური მაგალითებით. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ქვევით…
აშშ-ს ვიზაზე უარის თქმის მიზეზები
ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ცდილობს შტატებში შესვლას, მაგრამ უმეტესობა იღებს უარს. მაგალითისთვის, არსებული სტატისტიკური მონაცმებით, 2015 წელს B1/B2 კატეგორიის ვიზაზე უარი ეთქვა განმცხადებლების 23,4%-ს. სტუდენტურ ვიზებზე ეს რაოდენობა შეადგენს 25%-ს.
თითოეული ადამიანი, რომელსაც შეაქვს საბუთები არასაიმიგრაციო ვიზაზე, საკონსულოს თანამშრომლები განიხილავენ მათ, როგორც პოტენციურ ემიგრანტად. ზუსტად ამ ფაქტს უკავშირდება ვიზაზე უარის უმეტესობა. თუ ოფიცერი ჩათვლის, რომ თქვენ არ გაქვთ მყარი კავშირები სამშობლოსთან (არ გყავთ ნათესავები ან არ ფლობთ უძრავ ქონებას) და მარტივად შეგიძლიათ დარჩეთ შტატებში, დიდი ალბათობით ამ მიზეზის გამო თქვენ ვიზას ვერ მიიღებთ. ამიტომაც გასაუბრებაზე თან იქონიეთ რაც შეიძლება მეტი მამტკიცებელი დოკუმენტაცია: საბანკო ანგარიშის ამონაწერი, ცნობა სამუშაო ადგილიდან, ქორწინების მოწმობა, უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთები და სხვა..
როგორ მოვიქცეთ უარის მიღების შემდეგ?
თუ თქვენ აშშ-ს ვიზაზე უარი მიიღეთ, პანიკაში ნუ ჩავარდებით, ამით შტატებისკენ გზა არ ჩაკეტილა. თქვენ გაქვთ უფლება ხელმეორედ შეიტანოთ სავიზო დოკუმენტაცია. იმისათვის, რომ საკონსულოს ოფიცერს არ შეექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენ დაჟინებით მიიწევთ შტატებისკენ გირჩევთ მოიცადოთ გარკვეული პერიოდი.
აუცილებელი დოკუმენტაცია
იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო პირველად ვერ წარადგინეთ რაიმე დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს თქვენს მყარ კავშირს სამშობლოსთან და უკან დაბრუნების მიზეზებს ან ეს დოკუმენტაცია მოგვიანებით მოიპოვეთ – ეს უკვე კარგი საბაბია განმეორებით მიმართოთ საკონსულოს ვიზაზე. მაგალითად, მაგალითად, წინა მცდელობაზე თქვენ შეიძლება არ აიღეთ ცნობა სამსახურიდან ან ახლაღა შეიძინეთ უძრავი ქონება.
ორივე ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ძალიან სასარგებლო იქნება დადებითი პასუხის მისაღებად.
მოგზაურობა
ყველაზე კარგი გზა იმის დასადასტურებლად, რომ თქვენ არ აპირებთ შტატებში არალეგალურად დარჩენას არის თქვენი მოგზაურობა სხვა ქვეყნებში, საიდანც თქვენ დროულად დაბრუნდით სამშობლოში. შეგახსენებთ, რომ ამისთვის დიდად არ გამოგადგებათ თურქეთი და ეგვიპტე. ამიტომაც მას შემდეგ რაც თქვენ აშშ-ს ვიზაზე უარი მიიღეთ და შემდეგ იმოგზაურეთ ევროპის ქვეყნებში – იმის შანსი რომ თქვენ განმეორებით მცდელობაზე დადებით პასუხს მიიღებთ არის ძალიან მაღალი..
«მე კი სახლში მელოდებიან…»
ვიზის მისაღებად ძალიან მნიშნველოვანი მომენტია ქორწინება, განსაკუთრებით კი საქმოქალაქო. თუ პირველი უარის შემდეგ თქვენ გათხოვდით ან მოიყვანეთ ცოლი და თქვენი მეუღლე რჩება ქვეყანაში, საკონსულოს ოფიცერი აუცილებლად ჩათვლის, რომ თქვენი მეუღლე ძალიან კარგი მიზეზია იმისთვის, რომ თქვენ უკან აუცილებლად დაბრუნდებით. დადებითად იმოქმედებს ასევე თუ სამშობლოში გყავთ ავადმყოფი ნათესავები და მშობლები, რომლებიც საჭიროებენ მოვლას, მაგრამ აღნიშნული უნდა დაადასტუროთ სამედიცინო ცნობით. შეგიძლიათ ასევე მოყვეთ შინაური ცხოველი შესახებაც – შეიძლება ოფიცერს ძალიან უყვარს შინაური ცხოველები და ეს ფაქტორი გაითვალისწინოს თქვენს სასარგებლოდ.
სხვა სახეობის ვიზა
თუ თქვენ ერთი სახეობის ვიზაზე უარი მიიღეთ, ცადეთ ბედი სხვა სახეობის ვიზაზე. მაგალითად, თუ თქვენ ცდილობდით მიგეღოთ სტუმრის სტატუსის ვიზა, ახლა ცადეთ ბედი სტუდენტურ ვიზაზე, მაგრამ ამისთვის დაგჭირდებათ სასწავლებელში ჩაბარება, საჭირო დოკუმენტაციის და ცნობების შეგროვება.
გამგზავრებისთვის საუკეთესო მიზეზი
გასამგზავრელბად საუკეთესო მიზეზად შეიძლება გახდეს რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. ყველაზე საუკეთესოდ მათ შორის შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური ხასიათის რიტუალები. მაგალთისთვის ეს შეიძლება იყოს ქორწილი ან ნათლობა.
თავდაჯერებულობა
ვიზის მიღებაში არანაკლებ როლს თამაშობს ადამიანური ფაქტორი, რადგანაც ერთნაირ სიტუაციაში და ერთნაირი დოკუმენტების შემთხვევაშიც კი ოფიცრები ხშირად განსახვავებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. აუცილებლად უნდა იყოთ მობილიზებული, თავდაჯერებული და ყოველთვის არ დაელოდოთ სანამ რაიმეს თვითონ შეგეკითხებიან, თქვენც უნდა ისაუბროთ ბევრი.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს