ანაკლიაში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ანაკლიაში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

კომპანია “ანაკლია სითის” აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილის აზრით, ქალაქ ანაკლიის პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის ინვესტორს სახელმწიფოსთან ურთიერთობა მუდმივად ექნება.

როგორც “ანალიტიკას“ ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა, მსგავსი მასშტაბური პროექტები, როგორც წესი, ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში პროექტის ინიციატორი კერძო სექტორია.

“იცით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლები “თიბისი ჯგუფი“ და “კონტი ჯგუფია” ანუ ანაკლიის პროექტს კერძო სექტორი უძღვება, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროექტის სისრულეში მოყვანას. მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან გადაკვეთა არაერთგზის იქნება – იგივე საჯარო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის კუთხით. ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს არამარტო გზები, არამედ რკინიგზა და სხვა დამატებითი ინფრასტუქტურა, რომელიც მათ შორის პორტის და ქალაქის მშენებლობისთვის იქნება საჭირო”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რკინიგზის ხაზის გაყვანის გარდა, ანაკლიაში აეროპორტიც აშენდება.

“ანაკლიაში აეროპორტი შედარებით მოგვიანებით აშენდება, მაგრამ ეს იქნება საერთაშორისო აეროპორტი”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ავტორი: თელარა გელანტია

წყარო:bm.ge

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]