რა ღირს ბილეთები: ამბროლაურის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზარდა
1 წუთის საკითხავიJustFly რედაქცია
ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ამბროლაურის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზარდა
ამბროლაურის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზარდა. აბროლაურის აეროპორტის ინფორმაციით, მზარდი მოთხოვნის გამო რეისები კვირაში 2 სიხშირის ნაცვლად, ამიერიდან 3 სიხშირით ხორციელდება.
ახალი განრიგის მიმართულებით ფრენები ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება.
ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის არის 50 ლარი, 12 წლამდე ბავშვებისთვის 35 ლარი, ხოლო ჩვილებისთვის – უფასო.
ამბროლაურის მიმართულებით ავიარეისები ნატახტარის აეროდრომიდან ხორციელდება.
ნატახტარი-ამბროლაურის და ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით ავიაბილეთების წინასწარ დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ს ვებგვერდზე.