რა ღირს ბილეთი: თბილისიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება
1 წუთის საკითხავიJustFly რედაქცია
ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა ეღირება ბილეთი: თბილისიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს ავიაკომპანია "სერვისეარი" 7 ივლისიდან იწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ. ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარია.
ფრენები შესრულდება ყოველდღე ოთხშაბათის გარდა. კომპანიამ ავიარეისების განხორციელების უფლება ტენდერით მოიპოვა.
შპს "სერვისეირი" ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებებით.