საბუთები და პროცედურები: როგორ მივიღოთ გარანტირებულად საბერძნეთის მოქალაქეობა
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

საბუთები და პროცედურები: როგორ მივიღოთ გარანტირებულად საბერძნეთის მოქალაქეობა

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება თქვენ მოგცემთ უამრავ პრივილეგიებს, კარიერული ზრდის და მთელს ევროკავშირში უვიზო გადაადგილების საშუალებას.

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების პროგრამები

ნატურალიზაცია საბერძნეთში

ქვეყანაში დაფუძნების მთავარი პირობაა გრძელვადიანი ცხოვრება პირველ ეტაპზე დროებითი და შემდეგ კი მუდმივი ბინადროების უფლებით. მოქალაქეობის მიღებისთვის ქვეყანაში ცხოვრების სტანდარტული დროა 10 წელი. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული პირობები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამ პერიოდის მნიშვნელოვნად შემცირება:

საბერძნეთის მოქალაქესთან 3 წლიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა

უძრავი ქონების შეძენა, რომლის ფასიც არის არანაკლებ 250 ათასი ევრო, რაც საშუალებას მოგცემთ გამარტივებული პროცედურებით 7 წელიწადში გაიაროთ ნატურალიზაცია.

აუცილებელი დოკუმენტაცია:

– საზღვარგარეთის პასპორტი
– ადგილობრივი პირადობის ქსერო ქსლი
– ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობა
– განმცხადებლის პირადი მონაცემების ანკეტა
– ცნობა იმის შესახებ რომ განცხადებელი ქვეყანაში ცხოვრების ბოლო 10 წლის განმავლობაში არ არის ნასამართლევი
– დროებითი და მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ქვეყანაში განმცხადებლის ლეგალურად ცხოვრებას
– ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
– დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელი ჯეროვნად იხდის გადასახადებს
– დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელი ფინანსურად უზრუნველყოფილია

საბერძნეთში მოქალაქეობის მიღების პროცედურები:

1. განცხადება საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე და კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტები, რომელიც უნდა წარადგინოთ მერიაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. პირველი შემოწმების შემდეგ ინფორმაცია გადაეცემა სამხარეო განყოფილებას. საიდანაც, საქმე ადგილობრივი პოლიციის ოქმებით გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. თუ ყველა მოთხოვნა ზუსტად შესრულდა, განმცხადებელი მიიღებს მოწვევას გასაუბრებაზე ნატურალიზაციის კომისიაში.

4. გასაუბრების შედეგები გადაეცემა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.

5. სამთავრობო გაზეთში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 1 წლის განმავლობაში განმცხადებელი ვალდებულია წარმოთქვას საზეიმო ფიცი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლთან ერთად. ამ პროცედურების შემდეგგანმცხადებელი უკვე საბერძნეთის სრულუფლებიანი მოქალაქეა!

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები მეტყველებს იმაზე, რომ საბერძნეთში მოქალაქეობის მიღების პროცესი ნატურალიზაციის გზით არ არის მარტივი. ეს პროცესი მოითხოვს დიდ ძალისხმევას ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და ენის შესწავლას.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

მასალის გამოყენებისას აუცილებელია წყაროს მითითება

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]