Ryanair-მა უკრაინის მიმართულებით ავიაბილეთების რეალიზაცია შეაჩერა

Ryanair-მა უკრაინის მიმართულებით ავიაბილეთების რეალიზაცია შეაჩერა

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა „ლოუკოსტერმა“ Ryanair-მა უკრაინის მიმართულებით ავიაბილეთების რეალიზაცია შეწყვიტა, – ამის შესახებ ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელმა პაველ რიაბიკინმა განაცხადა. ამ დროისათვის Ryanair-ს ოფიციალური განცხადება უკრაინის ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ 15 მარტს Ryanair-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინის ბაზრით დაინტერესებულია და სექტემბრიდან ფრენების დაწყებას აპირებდა. „ლოუკოსტერმა“ კიევისა და ლვოვის მიმართულებებზე ბილეთების გაყიდვაც კი დაიწყო, რომლის მინიამლური ფასიც 19,99 ევროს (ერთი გზა) შეადგენდა.

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

ონლაინ ვართ — მოგვწერე WhatsApp-ზე