ავიაკომპანიებს ჯავშნის ანულირებისთვის თანხის აღება აეკრძალათ
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ავიაკომპანიებს ჯავშნის ანულირებისთვის თანხის აღება აეკრძალათ

ევროპის სასამართლომ ავიაკომპანიებს ჯავშნის გაუქმებისას, ან რეისზე არ გამოცხადებისთვის მგზავრებისგან დამატებითი გადასახადის აკრეფა აკრძალა, – აღნიშნული ევროპის სასამართლომ 7 ივლისის გადაწყვეტილებით დაადგინა.

საკითხის სასამართლო გარჩევის მიზეზი გერმანიის მოსამართლეების მიმართვა გახდა, რომლებმაც უმაღლეს ინსტანციას სთხოვეს გარკვეულიყვნენ ავიაგადამზიდავ Air Berlin-ის თანხების უკან დაბრუნების პოლიტიკაში. არადა ავიაკომპანიის მომსახურების პირობები მოიცავს სადავო პუნქტს, რომლის თანახმად, მგზავრის მიერ დაჯავშნილი ავიაბილეთის ანულირება, ან რეისზე არ გამოცხადება იწვევს მგზავრის დაჯარიმებას 25 ევროს ოდენობით.

გერმანელმა მოსამართლეებმა საკითხი შეისწავლეს და მგზავრის უფლებების დაცვა გადაწყვიტეს. შესაბამისად ევროპის სასამართლომ ავიაკომპანიებს ჯავშნის გაუქმებისას, ან რეისზე არ გამოცხადებისთვის მგზავრებისგან დამატებითი გადასახადის აკრეფა აკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ავიაკომპანიებს აეკრძალათ დამატებითი გადასახადების „დამალვა“ ავიაბილეთის საერთო ღირებულებაში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]