შოტლანდიაში კუნძულ ალვას ყიდიან, რომელიც 1,8 ათასი ჰექტარია. მისი საწყისი ფასი 4,25 მილიონი ფუნტია. ამის შესახებ გამოცემა Telegraph წერს.
გაზეთის ცნობით, კუნძული ალვა ჰებრიდის არქიპელაგის სიდიდით მეორე კუნძულია. მისი ფართობი 1,8 ათასი ჰექტარი, სიგრძე 12, 07 კილომეტრი, სიგანე კი 4,02 კილომეტრია.
კუნძული 70 წლის განმავლობაში პირველად იყიდება. ალვაზე მდებარეობს 1950-იან წლებში აშენებული სახლი, ეკლესია, რესტორანი და უძრავი ქონების კიდევ 8 ობიექტი.