ავიაკომპანია Vueling-ი ბარსელონა-კიევის რეისებს ზამთრის სეზონზეც შეასრულებს

ავიაკომპანია Vueling-ი ბარსელონა-კიევის რეისებს ზამთრის სეზონზეც შეასრულებს

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ესპანური ლოუკოსტერი Vueling-ი ბარსელოდან-კიევის მიმართულებით ფრენებს ზამთრის სეზონზეც გააგრძელებს. ზამთრის სეზონზე რეისები შემცირებული სიხშირეებით განხორციელდება – კვირაში 2 რეისი, ხოლო იანვარში – კვირაში ერთი. დღეისათვის კი Vueling-ი ბარსელონადან კიევის ჟულიანის სახელობის აეროპორტში კვირაში 4 რეისს ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ კიევის მიმართულებით რეისების განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო და მას ძირითადად ზაფხულის სეზონში ასრულებდა. ავიაკომპანია ბარსელონა-კიევის მიმართულებით საახალწლო არდადეგების პერიოდშიც ასრულებდა. 2016 წლიდან Vueling-მა რეისები რომიდანაც დაიწყო. ავიაკომპანია Vueling-ი წარმოადგენს International Airlines Group-ის შვილობილ კომპანიას, რომლის შემადგენლობაშიც შედის British Airways- და Iberia.

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

ონლაინ ვართ — მოგვწერე WhatsApp-ზე