დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის, Ryanair-ის კვარტლური მოგება 55%-ით (€397 მილიონი) გაიზარდა. ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად, კომპანიამ სამომავლო საფრთხეებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. Ryanair-ი იმედოვნებს, რომ Brexit-ის მიუხედავად, ბრიტანეთი EU Open Skies შეთანხმების წევრი მაინც დარჩება.
აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის 2007 წელს გაფორმდა და ორი მხარის ტეროტორიაზე, ნებისმიერ წერტილში ფრენის თავისუფლებას გულისხმობს. თუკი ბრიტანეთი EU Open Skies-ის შეთანხმების მონაწილე აღარ იქნება, Rianair-ი აცხადებს, რომ კომპანიას შესაძლოა, გარკვეული ფრენების გაუქმება მოუწიოს.
Ryanair-ის განცხადებას წინ უძღოდა კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, easyJet-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კომპანია Brexit-ისგან გამოწვეული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად ახალ ჰაბს გახსნის ავსტრიაში.