დამატებითი სერვისის გაყიდვიდან ყველაზე მეტი შემოსავალი Wizz Air-მა და Ryanair-მა მიიღეს

დამატებითი სერვისის გაყიდვიდან ყველაზე მეტი შემოსავალი Wizz Air-მა და Ryanair-მა მიიღეს

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ზოგიერთი ავიაკომოპანიის დამატებითი მომსახურების ტარიფი ხშირად თავად ავიაბილეთის ფასსაც აჭარბებს, – დასკვნამდე ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია IdeaWorksCompany-ს ექსპერტები მივიდნენ. ამ მხრივ ყველაზე მეტი შემოსავალი ამერიკულ „ლოუკოსტერს“ Spirit Airlines-ს აქვს, საუბარია თითქმის 50 %-ზე. ევროპაში კი დამატებითი მომსახურებების გაყიდვიდან ყველაზე მეტი შემოსავალი Wizz Air-სა და Ryanair-ს აქვთ. დამატებითი მომსახურებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით „ლოუკოსტერებს“ არც სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები ჩამორჩებიან. მაგალითად United-ის მგზავრს სერვისები საშუალოდ 43 დოლარი უჯდება, Qantas-ის მგზავრს – 42 დოლარი, Korean Air-სას კი 32 დოლარი. სტატისტიკური ინფორმაციით, 2016 წელს ავიაკომპანია United Airlines-მა დამატებითი სერვისების გაყიდვიდან 6,2 მლრდ დოლარი მიიღო, American Airlines-მა 4,9 მლრდ დოლარი, ხოლო Air France/KLM-მა კი – 2,1 მლრდ დოლარი.

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

ონლაინ ვართ — მოგვწერე WhatsApp-ზე