Georgian Airways-მა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებას ერთჯერადად რეისი დაამატა
1 წუთის საკითხავიJustFly რედაქცია
ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებას ერთჯერადად ერთი რეისი დაამატა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, პარასკევს, 28 ივლისს, თბილისიდან ბათუმის და ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრების მოთხოვნით, დამატებითი რეისი დაინიშნა.
დამატებითი რეისების განრიგი ასეთია:
თბილისი – ბათუმი
გაფრენა – 12:15 საათი – ჩაფრენა – 13:00 საათი;
ბათუმი – თბილისი
გაფრენა – 10:45 საათი – ჩაფრენა – 11:30 საათი;