ფრენების განრიგი: საქართველოს ავიაბაზარზე 4 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ოპერირებს

ფრენების განრიგი: საქართველოს ავიაბაზარზე 4 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ოპერირებს

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ქართველებისთვის საცხოვრებლად სასურველი ქვეყნები - ACT-ის კვლევის შედეგები

საქართველოს ავიაბაზარზე მოქმედი 47 ავიაკომპანიიდან (სამგზავრო გადაზიდვების სეგმენტში) 4 Low Cost კომპანიაა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს ბაზარზე 4 “ლოუკოსტერი“ და 5 “ლოუკოსტ“ ტარიფი მქონე ავიაკომპანია დაფრინავს. მალე „ლოუკოსტერ“ კომპანიების ჩამონათვალს აზერბაიჯანული Buta Airways-იც დაემატება, რომელმაც ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ამ კომპანიების ჩამონათვალი და მათ მიერ განხორციელებული რეისები ასეთია: დაბალტარიფიანი ავიაკომპანიები Air Arabia Jordan: ამანი-თბილისი-ამანი კვირაში 2 სიხშირე; Air Arabia: შარჟა-თბილისი-შარჟა კვირაში 14 სიხშირე; შარჟა-ბათუმი-შარჟა კვირაში 3 სიხშირე; Pegasus: სტამბული-თბილისი-სტამბული კვირაში 9 სიხშირე Wizz Air: ქუთაისი-ბერლინი-ქუთაისი კვირაში 3 სიხშირე; ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტი კვირაში 2 სიხშირე; ვარშავა-ქუთაისი-ვარშავა კვირაში 3 სიხშირე; ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსი კვირაში 2 სიხშირე; ქუთაისი-დორტმუნდი-ქუთაისი კვირაში 2 სიხშირე; კატოვიცე-ქუთაისი-კატოვიცე კვირაში 2 სიხშირე; ქუთაისი-მემინგენი-ქუთაისი კვირაში 2 სიხშირე; ქუთაისი-მილანი-ქუთაისი კვირაში 3 სიხშირე; ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისი კვირაში 2 სიხშირე; ქუთაისი-ლონდონი-ქუთაისი კვირაში 2 სიხშირე; ქუთაისი-სალონიკი-ქუთაისი კვირაში 2 სიხშირე. ავიაკომპანიები, რომლებთაც სატარიფო სქემაში Low Cost ტარიფია გათვალისწინებული Flydubai: დუბაი-თბილისი-დუბაი კვირაში 24 სიხშირე; დუბაი-ბათუმი-დუბაი კვირაში 3 სიხშირე; Ukraine International Airlines: კიევი-თბილისი-კიევი კვირაში 14 სიხშირე; კიევი-ქუთაისი-კიევი კვირაში 7 სიხშირე; ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპოროჟიე კვირაში 2 სიხშირე; Air Baltic რიგა-თბილისი-რიგა კვირაში 5 სიხშირით. Atlasglobal: სტამბული-თბილისი-სტამბული კვირაში 9 სიხშირე. LOT ვარშავა-თბილისი-ვარშავა კვირაში 7 სიხშირე

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

ონლაინ ვართ — მოგვწერე WhatsApp-ზე