AtlasGlobal Ukraine-ს თვითმფრინავი სტამბოლში ძლიერ სეტყვაში მოყვა
1 წუთის საკითხავიJustFly რედაქცია
ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ავიაკომპანია AtlasGlobal Ukraine-ს თვითმფრინავი, Airbus A320, სტამბოლში ძლიერ სეტყვაში მოყვა.
როგორც airporthaber.com წერს, ციდან ნატყორცნი ყინულის ბურთულები საკმაოდ მსხვილი იყო და მისი ზომა ბერძნული კაკლის ზომასაც კი აჭარბებდა.
უკრაინული ლაინერის პილოტებს, ათათურქის აეროპორტიდან აფრენისთანავე უკან დაბრუნება მოუხდათ. ინციდენტი 27 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
transponder1200.com-ის ინფორმაციით, იმავე დღეს სტამბოლის აეროპორტებში 4 თვითმფრინავი დაზიანდა. სეტყვამ კი 50 წუთს გასტანა.