FlyUIA შიდა რეისების ეკონომ-კლასში კვებას აბრუნებს
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

FlyUIA შიდა რეისების ეკონომ-კლასში კვებას აბრუნებს

უკრაინული ავიაგადამზიდავი Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) შიდა რეისებზე, ეკონომ-კლასში ფასიანი კვების მომსახურების სერვისს აბრუნებს.

ამ გადაწყვეტილების ფონზე მგზავრს უკვე შესაძლებლობა აქვს გაფრენამდე მინიმუმ 36 საათით ადრე შეუძლია ავიაკომპანიის საიტზე საკვები შეუკვეთოს, საქმე ეხება ისეთ პროდუქტს, რომელიც შემდგომ გაცხელებას აღარ საჭიროებს. ასეთი კვების პროდუქტებია: ტოსტი, სალათი, დესერტი და სხვა. მაგალითად, ტოსტი ქათმის ხორცით და ციცი სასმელით 5 ევრო ღირს. ანალოგიური ფასი აქვს სალათ „ცეზარსაც“, რაც შეეხება დესერტს, მისი ფასი 2-დან 4 ევრომდეა.

სისტემა საშუალებას იძლევა მგზავრმა რამდენიმე კერძი შეუკვეთოს, საფასური კი საბანკო ბარათით გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ FlyUIA-მ შიდა რეისებზე, ეკონომ-კლასში კვება 2011 წელს გააუქმა. ბორტზე მგზავრებს მხოლოდ წყალი მიეწოდებოდა, ხოლო კვების შეკვეთა ეკონომ-კლასის მგზავრს არ შეეძლო.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]