ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Wizz Air-მა მგზავრებს რეისის გაუქმებასთან დაკავშირებული დანახარჯები აუნაზღაურა
ავიაკომპანია Wizz Air-მა, რომელსაც 1-ელ აგვისტოს მემინგენი/მიუნხენ-ვესტიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისი უნდა განეხორციელებინა, გააუქმა. მგზავრები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Facebook-ზე წერდნენ, რომ W6 6410 რეისი მოულოდნელად გაუქმდა და ავიაკომპანიამ ისინი უყურადღებოდ დატოვა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში, აღნიშნული რეისის გადადების მიზეზად მემინგენში უამინდობას ასახელებენ. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ისინი ავიაკომპანიის წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი თქმით, მგზავრების ნაწილს ბილეთის საფასური უკან დაუბრუნდა, ნაწილს კი ბილეთები გადაუცვალეს. მათივე ცნობით, ავიაკომპანიამ მგზავრების სასტუმროში დაბინავებაც უზრუნველყო.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რეგულაცია N261/2004 შესაბამისად, საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება აქვთ მოითხოვონ კომპენსაცია და დახმარების აღმოჩენა ავიაგადამზიდავისგან.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს