ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ევროკონტროლის ქსელში ისტორიაში პირველად, ერთ თვეში 1 მლნ ფრენა შესრულდა
ევროკონტროლის ქსელის მასშტაბით, რომელშიც საქართველოც შედის, ისტორიაში პირველად, თვის განმავლობაში ერთი მილიონი ფრენა დაფიქსირდა.
2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. ივლისში ევროპის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 35 000 ფრენა სრულდებოდა. მემილიონე ფრენა 31 ივლისს, შუადღისას შესრულდა. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში ფრენების რაოდენობის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა 2017 წლის 28 ივლისს.
“საქაერონავიგაცია ამ დღეს 537 ფრენას (ინსტრუმენტალური + ვიზუალური ფრენები) მოემსახურა. ფრენების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება არამარტო ივლისში, არამედ გასული 6 თვის განმავლობაში.
საქართველოში ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 13,6%-ით არის გაზრდილი.
„ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემა ფრენების რეკორდულ რაოდენობას ემსახურება. ეს კი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია პან-ევროპული ქსელის მიდგომა დატვირთული საჰაერო სივრცეების სამართავად. ევროკონტროლი, როგორც ქსელის მენეჯერი მთელი ევროპის მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთაც მუშაობს პარტნიორებთან, რათა წლის განმავლობაში მილიარდზე მეტი მგზავრის ეფექტური გადაადგილება უზრუნველყოს,“ – აცხადებს ქსელის მენეჯერის დირექტორი ჯო სულთანა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს