ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Georgian Airways-ი ფრენებს დუბაის მიმართულებით იწყებს
2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, საჰაერო მიმოსვლას კიდევ ერთი ახალი მიმართულებით იწყებს.
თბილისი-დუბაი-თბილისის საჰაერო ხაზზე მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია 31
აგვისტოდან 27 ოქტომბერამდე შემდეგი განრიგით გეგმავს:
ხუთშაბათი (გაფრენა) – პარასკევი (გამოფრენა)
კვირა (გაფრენა) – ორშაბათი (გამოფრენა)
ავიარეისები Embraer ERJ-190 და Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსმ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა Georgian Airways-ს 9 აგვისტოს მიანიჭა.
წელს Georgian Airways-მა რეგულარული ოპერირება ლონდონისა და პრაღის მიმართულებებით, ხოლო ჩარტერული რეისების შესრულება ბეირუთის მიმართულებით დაიწყო, ასევე ავიაკომპანიამ განაახლა რეგულარული ავიარეისები კიევისა და თეირანის და მრავალჯერადი ჩარტერული ავიარეისები მაშადის, აჰვაზისა და შირაზის მიმართულებებით.
2017 წლის 7 თვის მონაცემებით, ქართულმა ავიაკომპანიამ შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს