ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რომელია მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქი
მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად ავსტრალიის ქალაქი მელბურნი დაასახელეს. აღნიშნულის შესახებ The Economist Intelligence Unit-ის ყოველწლიური კვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომელსაც მედიაჰოლდინგი The Economist Group ავრცელებს.
მელბურნი ყოველწლიურ რეიტინგში 100 ბალიანი სისტემიდან 97.5 ქულით ლიდერობს.
კვლევის ავტორებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 140 ქალაქი შეისწავლეს. კრიტერიუმები ჯანდაცვის, კულტურის, გარემოს დაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურით განისაზღვრება. რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა ვენა (ავსტრია), მესამეზე – ვანკუვერი (კანადა).
საცხოვრებლად ყველაზე არასასურველ ქალაქად ანალიტიკოსებმა დამასკო (სირია) დაასახელეს, რომელიც ბოლო, 140-ე ადგილს იკავებს. ასევე სიის ბოლოში აღმოჩნდა ლაგოსი (ნიგერია) და ტრიპოლი (ლიბია). მაგალითად, ამავე რეიტინგში მოსკოვი 72,8 ქულით 80 ადგილს იკავებს.
“ბევრი პრობლემა, რომელიც კომფორტთან არის დაკავშირებული, არ მოგვარებულა: ტერაქტები გაგრძელდა და გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შემდგომ საერთაშორისო გაურკვევლობა შექმნა”, – აცხადებენ EIU-ის ანალიტიკოსები. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ტერაქტებთან დაკავშირებით მანჩესტერისა(დიდი ბრიტანეთი) და სტოკჰოლმის (შვედეთი) რეიტინგი დაეცა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს