ვენის 300 ლარიანი ავიაბილეთები რამდენიმე საათში გაყიდა
1 წუთის საკითხავიJustFly რედაქცია
ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Georgian Airways-ისა და თიბისის ერთობლივი აქცია ვენის ავიაბილეთებზე დასრულებულია. Georgian Airways-ის ცნობით, აქციის ფარგლებში გამოტანილი ყველა, 300 ლარიანი 120 ავიაბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა.
კომპანია ამავდროულად უახლოესი მომავლისთვის საინტერესო აქციას აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-მა „თიბისი ბანკთან“ ერთობლივი აქციის დაწყებაზე 15 აგვისტოს განაცხადა. თიბისის საკრედიტო ბარათის მფლობელებს თბილისი-ვენა-თბილისის ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა მხოლოდ 300 ლარად შეეძლოთ.
ავიაბილეთების გაყიდვა 16 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დაიწყო.