ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ახალი სერვისი: მოქალაქეები „ვიზეარის“ ბილეთებზე შერჩეული ტარიფის შენარჩუნებას შეძლებენ
ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მომხმარებლებს ახალი სერვისი – ტარიფის გაყინვა (FARE LOCK) შესთავაზა.
ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიტზე ვრცელდება.
ახალი სერვისის მეშვეობით, მომხმარებლებს კონკრეტულ რეისზე შერჩეული ტარიფის 48 საათის განმავლობაში შენარჩუნება შეეძლებათ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურების ღირებულება 3 ევროა.
„ავიაკომპანიის ახალი სერვისი ტარიფის გაყინვა (FARE LOCK) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, 48 საათის განმავლობაში შეინარჩუნონ კონკრეტულ რეისზე შერჩეული ტარიფი. სერვისის მოსაკრებელი 3 ევროა. სერვისის საშუალებით, გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენთვის სასურველი ბილეთი არც გაიყიდება და არც მისი ფასი მოიმატებს. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სასურველი რეისის თარიღამდე 7 დღით ადრე,“ – ნათქვამია განცხადებაში.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარის” პირველი ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2012 წლის სექტემბერში შესრულდა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს