ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ბრიტანელი წყვილი 14 თვის განმავლობაში ფეხშიშველი მოგზაურობდა
“ეისითი” დაინტერესდა, თუ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდნენ თბილისელები და არის თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება ყველაზე სასურველია.
თბილისის მაცხოვრებლების ნახევარზე მეტისთვის საქართველო რჩება საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად – ნებისმიერი ქვეყნის არჩევის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაშიც 55%-ი საქართველოს აირჩევდა.
საქართველოს გარდა, სასურველ საცხოვრებელ ადგილებად ძირითადად დასავლეთის ქვეყნები დასახელდა. მათ შორის წამყვანი ადგილი უკავია გერმანიას (9%), აშშ-ს (8%), იტალიას (7%). საგულისხმოა, რომ თბილისის მაცხოვრებლების 3%-ი რუსეთში ისურვებდა ცხოვრებას.
რაც შეეხება საქართველოს ქალაქებს – უმრავლესობა დედაქალაქს არ დატოვებდა (თბილისი – 80%). თბილისის შემდეგ ყველაზე სასურველი ქალაქი ბათუმია – 6% თბილისის მაგივრად ბათუმში იცხოვრებდა, ხოლო 2%-ს სოხუმში სურს ცხოვრება.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება მერყეობს 3.0%-6.5%-იან შუალედში.
ბრიტანელმა წყვილმა სამხრეთ ამერიკაში გარბენის ორგანიზება მოაწყო, რისთვისაც მოგზაურებს 14 თვე დასჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის შემდეგ დრო გავიდა, კატარინა და დევიდ ლოურების ისტორიას ყურადღება Daily Mail–მა მიაქცია.
ინგლისელელმა წყვილმა მარათონი 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2014 წლის დეკემბერში დაასრულა. მოგზაურებმა 10,5 ათასი კილომეტრი დაფარეს და გზის უმეტესი ნაწილი შიშველი ფეხით. ბრიტანელებმა მოგზაურობა ჩილედან დაიწყეს, მოიარეს არგენტინა, ბოლივია და ბრაზილია. მოგზაურობა კი კარიბის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ კარუპანოში დაასრულეს.
როგორც კატარინა იხსენებს, ადგილობრივი მაცხოვრებლები მოგზაურობის შეწყვეტას ურჩევდნენ, რადგან მათი თქმით, ან იაგუარები შეჭამდნენ, ან ტერორისტები დაცხრილავდნენ.
ლოურების წყვილმა მოგზაურობა სამხრეღ ამერიკაში გარემოს დაცვის საკითხებისადმი ყურადღების მისაქცევად წამოიწყო. წყვილმა მოგზაურობის შესახებ წიგნიც გამოსცა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს