რა არის ფრენის შიშის გამომწვევი ფაქტორები და როგორ დავძლიოთ აეროფობია
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ქართველებისთვის საცხოვრებლად სასურველი ქვეყნები – ACT-ის კვლევის შედეგები

აეროფობია მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს აწუხებს. ფრენის შიშის გამომწვევი ფაქტორები მრავალგვარია, მთავარია, მასთან გამკლავება შეძლოთ და არ გადადოთ გეგმები. პირებს, რომელთაც ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეკომენდაციებს სთავაზობს:

რა სასიამოვნოა ღრუბლებში ფრენა?! სულ რამდენიმე საათში კი, სასურველ ადგილას აღმოჩნდებით. წინ საინტერესო მოგზაურობა გელით, მოიკრიბეთ ძალა, დატვირთეთ გონება პოზიტიური ამბებით. არ დაიწყოთ ფრენაზე ფიქრი, აეროპორტში ზუსტად იმდენი წუთით ადრე მიბრძანდით, რამდენიც საჭიროა ყველა აუცილებელი პროცედურის გასავლელად. ასეთი რეჟიმი გაიძულებთ ძირითად საკითხებზე ზრუნვას და არ გიტოვებთ თავისუფალ დროს ფრენის დეტალებზე დასაფიქრებლად.

ფრენისას წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ ფილმს. ასევე, აეროფობიისგან ძალიან სასიამოვნო თავშესაქცევია თვითმფრინავში წახემსება. შიშის დასაძლევად და განწყობის ასამაღლებლად შესაძლოა, მიირთვათ ცოტაოდენი ალკოჰოლი.

ფსიქოლოგები აეროფობიის ორ სახეს გამოყოფენ: 1) ფრენასთან დაკავშირებული დაძაბულობა. 2) განგაშის მდგომარეობა (ფრენის შიში ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება). მეორე შემთხვევაში სასურველია მიმართოთ ნევროლოგს.
ნუ შეშინდებით, თვითმფრინავით ფრენის შიში დაძლევადია, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ მასთან ბრძოლის თქვენთვის ეფექტური მეთოდი.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]