ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
თავშესაფარი და არალეგალურად ყოფნა გერმანიაში – ხშირად დასმული კითხვები
ინფორმაცია მოძიებულია ემიგრანტების საინფორმაციო საიტის – Emigrantebi.Ge -ს მიერ
რა მოხდება, თუ არალეგალურად ვიმყოფები გერმანიაში?
გერმანიაში არალეგალურად ყოფნის შემთხვევაში, უნდა დატოვოთ ქვეყანა. თუ ქვეყანას ნებაყოფლობით არ დატოვებთ, მოხდება თქვენი დეპორტაცია და რამდენიმე წლით აგეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა. ამ შემთხვევაში თქვენ ასევე დაგეკისრებათ დეპორტაციის ხარჯების გადახდა.
მინდა, გერმანიაში თავშესაფარი მოვითხოვო. მომცემს თუ არა ასეთ შემთხვევაში გერმანიის მთავრობა საცხოვრებელ ფულს?
თუ თქვენ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის განხილვის სტადიაში მიიღეთ გერმანიაში ყოფნის დროში შეზღუდული უფლება, მაშინ თქვენ მოგათავსებენ თავშესაფრის მაძიებელთა ერთ-ერთ სპეციალურ საერთო ბანაკში. თქვენ თავად ვერ აირჩევთ საცხოვრებელ ადგილს და დახმარებას მიიღებთ დიდწილად პროდუქტების ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ვაუჩერების ფორმით. თქვენ მიიღებთ ტანსაცმელს და ჰიგიენის საშუალებებს, მაგრამ არ მიიღებთ ნაღდ ფულს.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
მომცემს თუ არა გერმანიის მთავრობა სამუშაოს, როდესაც თავშესაფარს მოვითხოვ?
არა, თავშესაფრის მთხოვნ პირებს გერმანიაში ჩასვლის შემდეგ არ აქვთ მუშაობის უფლება. გერმანიის მთავრობა არ აძლევს სამუშაოს თავშესაფრის მთხოვნელ პირებს და ლტოლვილებს და ვერც შუამდგომლობს მათ სამუშაოს ძიების დროს.
თუ ნებაყოფლობით დავბრუნდები სამშობლოში, მომცემს თუ არა გერმანია ფინანსურ დახმარებას?
არა, საქართველოში დასაბრუნებლად გერმანია აღარ იხდის მგზავრობის ხარჯებს და არ გასცემს სხვა ფინანსურ დახმარებას. ეს საშუალება არსებობს მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც გერმანიაში შევიდნენ 2017 წლის 28 მარტს ძალაში შესულ ვიზალიბერალიზაციამდე.
რა ცვლილებებია თავშესაფრის საკითხის განხილვის პროცედურაში გერმანიაში? ეხება თუ არა ეს ცვლილებები ასევე საქართველოს მოქალაქეებს?
ამჟამად უფრო მეტ ადამიანს უწევს სამშობლოში დაბრუნდება, ვიდრე აქამდე, მათ შორის ბევრ საქართვეცოტა ხნის წინ გერმანიამ გაამკაცრა თავისი კანონმდებლობა არარეგულარულ მიგრაციასთან მიმართებაში, რადგან გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელ იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც არასწორ მონაცემებს უთითებდნენ მათი პიროვნებისა და ჯანმრთელობის შესახებ. ახალმა კანონმა დააჩქარა თავშესაფრის საკითხის განხილვის პროცედურა და გააადვილა თავშესაფრის მთხოვნელთა იმ კატეგორიის დეპორტაცია, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
ქვემოთ მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები:
I. თავშესაფრის საკითხის განხილვის პროცედურა საგრძნობლად დაჩქარდა. საქართველოს მოქალაქეთა განაცხადების უმეტესობა განიხილება ორ თვეში ან უფრო ნაკლებ დროში. შედეგი: საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ გერმანიის ტერიტორია, სხვა შემთხვევაში მოხდება მათი დეპორტაცია.
II. გერმანიის უწყებებს უფრო იოლად შეუძლიათ იმ პირთა დეპორტაცია, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე, პირველ რიგში მათი, ვინც თავშესაფრის განაცხადში არასწორი მონაცემები მიუთითეს.
III. თავშესაფრის მთხოვნელთა მხრიდან პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შემოღებულია პირთა ახალი საიდენტიფიკაციო სისტემა თითის ანაბეჭდების მონაცემთა ბაზის მეშვეობით.
IV. გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ უწყებას აქვს შესაძლებლობა, პოლიციას გადასცეს თავშესაფრის მთხოვნელი პირების პირადი მონაცემები.
V. თავშესაფრის მთხოვნელი ის პირები რომლებიც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ თავშესაფარს (როგორც ეს საქართველოს მოქალაქეთა შემთხვევაში იყო), შეიძლება, თავშესაფრის საკითხის განხილვის პროცედურის მთელი პერიოდის განმავლობაში მოთავსებულ იქნენ თავშესაფრის მაძიებელთა ერთ-ერთ სპეციალურ საერთო ბანაკში. უარის მიღების შემთხვევაში, მათ მოუწევთ პირდაპირ იქიდან თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება (ნებაყოფლობით ან დეპორტაციის გზით).
VI. თავშესაფრის მთხოვნელი ის პირები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, შეიძლება დაკავებული იქნენ პოლიციის მიერ. ეს ეხებათ იმ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ უშუალო საფრთხეს სხვა ადამიანებისათვის ან შინაგანი უსაფრთხოებისათვის.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს



