YanAir Airlines -ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

YanAir Airlines -ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი კიევიდან ბათუმის მიმართულებით რეისებს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან (KBP) 6 აპრილიდან განახორციელებს. თუმცა მანამდე ავიაკომპანია კიევიდან ბათუმის მიმართულებით რეისებს ისევ კიევის საერთაშორისო აეროპორტიდან (IEV) შეასრულებს. YanAir Airlines-ის ინფორმაციით, 6 აპრილიდან ავიაკომპანია კიევი-ბათუმი-კიევის მარშრუტზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას განახორციელებს, ხოლო 1-ელი ივნისიდან ფრენების სიხშირეს გაზრდის და კვირაში 7 სიხშირით იფრენს.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე უკვე განათავსა, სადაც აღნიშნულა, რომ ბილეთის ღირებულება მოიცავს: 7 კგ ხელბარგს, 23 კგ ჩასაბარებელ ბარგს და კვებას. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში YanAir Airlines-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდანაც გეგმავს. YanAir Airlines-ის კიევიდან ფრენებს განახორციელებს თბილისის მიმართულებითაც.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

ონლაინ ვართ — მოგვწერე WhatsApp-ზე