ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
10 საუკეთესო ქალაქი რომელსაც ზამთარში უნდა ესტუმროთ
ზამთრის დადგომადე სულ ცოტა დრო რჩება, ამიტომ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი, სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას. წელიწადის ამ სეზონისთვის დამახასიათებელი სუსხის მიუხედავად, არსებობენ ქალაქები, რომლებშიც შვებულების გატარება ზამთარშიც კი სასიამოვნო და საინტერესოა.
10. ნიუ იორკი

ნიუ იორკში საშობაო სეზონი მადლიერების დღეს გრანდიოზული ცერემონიით იხსნება და დღესასწაულის პერიოდი საინტერესო აქტივობებით და ღონისძიებებითაა დატვირთული. (დაჯავშნეთ ავიაბილეთი)
9. ვენეცია

ვენეცია ზამთარშიც არანაკლებ მომხიბვლელია, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. ზამთარში ვენეციაში დასვენება ბევრად იაფი დაგიჯდებათ. (დაჯავშნეთ ავიაბილეთი)
8. ბერლინი

გერმანიის დედაქალაქი ზამთარში რადიკალურად იცვლება! თუ ბერლინს დეკემებერში ესტუმრებით, ნამდვილად მოიხიბლებით საშობაო ბაზრობებით. რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ თბილი ტანსაცმლის წაღება, ამ დროს ბერლინში ტემპერტურა მინუსებში გადადის. (დაჯავშნეთ ავიაბილეთი)
7. ნიცა

ზამთრის არდადეგებისთვის ნიცას ირჩევენ მდიდარი ბრიტანელები და სელებრითები. სასიამოვნო საღამოების გასატარებლად ქალაქში მრავალფეროვანი ბარები, რესტორნები და კლუბები გელოდებათ, დღისით კი მუზეუმები და გალერეები შეგიძლიათ დაათვალიეროთ. (დაჯავშნეთ ავიაბილეთი)
6. მადრიდი

მადრიდი ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქია ევროპაში, რაც განაპირობებს ცივ ზამთარს. მაგრამ ცა, ლურჯია და პრადოს მუზეუმში დათვალიერების შემდეგ ღია კაფეში შეგიძლიათ მზის სხივებით დატკბეთ. სასტუმროების ფასები მადრიდში ყველაზე იაფია იანვრის თვეში. (დაჯავშნეთ ავიაბილეთი)
5. რომი

ზამთარი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ნამდვილი რომი აღმოაჩინოთ. ტურისტების სიმცირის გამო შეგიძლიათ მშვიდად დაათვალიეროთ ქალაქი და შეიგრძნოთ რომაული ხიბლი. (დაჯავშნეთ ავიაბილეთი)
4. ბარსელონა

თუ პლაჟზე გარუჯვის მოყვარული არ ხართ, ბარსელონას მოსანახულებლად არ არსებობს ზამთარზე უკეთესი დრო. ტურისტებით გადატვირთული ზაფხულის და წვიმიანი გაზაფხული-შემოდგომისგან განსხვავებით, მშრალ ზამთარში შეგიძლიათ მშვიდად შეიგრძნოთ ქალაქის კულტურული მიმზიდველობა.
3. ვენა

ვენის ქუჩებში ზამთრის ცივ დღეებშიც კი ყოველთვის ნახავთ სასურველ გასართობს. დროდადრო მცირე თოვლი ქალაქს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს.. (დაჯავშნეთ ავიაბილეთი)
2. ამსტერდამი

ცივ ქალაქში, მყუდრო კაფეებში ბუხართან შეგიძლიათ გლინტვეინი მიირთვათ. თუ უპირატესობას გარეთ სეირნობას ანიჭებთ, ამსტერდამის ქუჩებში არხის გასწვრივ სეირნობას ვერაფერი შეედერება. (დაჯავშნეთ ავიაბილეთი)
1. პარიზი

არსად ისე არ იგრძნობა საშობაო განწყობა შესაბამისი ილუმინაციებით, როგორც პარიზში. ზამთარში პარიზი სინათლის ქალაქიდან, უეცრად სადღესასწაული განათებების ქალაქად იქცევა. (დაჯავშნეთ ავიაბილეთი)
ჩვენ გირჩევთ..
დღეს, 21 საათამდე: Wizz Air ავიაბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს
20%-იანი ფასდაკლება ეხება აეროპორტის მოსაკრებელსა თუ გადასახადებსაც
Myway Airlines თბილისი-კიევის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს
ფრენები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება
რომელი კუნძულია ევროპის ყველაზე ტურისტული რეგიონი
კუნძულს საპატიო ტიტული ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო „ევროსტატმა“ მიანიჭა
Georgian Airways მგზავრებს აფრთხილებს
ჯორჯიან ეარვეისი”-ს მგზავრებს აფრთხილებს!
მწვანე ბარათის გათამაშება იწყება: 10 რამ, რაც უნდა იცოდეთ განაცხადის შევსებამდე
საკონსულო გათამაშებაში მონაწილეობის მსურველთათვის რიგ რეკომენდაციებს ავრცელებს
Myway Airlines-ი თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს
Myway Airlines-ის ბილეთების შეძენა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზეც შესაძლებელია
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.