რა ღირს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ქვეყნიდან წასული პირებისთვის

რა ღირს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ქვეყნიდან წასული პირებისთვის

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

2018 წლიდან საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებმაც საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები გაამარტივა. ამის შესახებ imedinews-ს სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის საჭირო პროცედურებია: მოქალაქე განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს; შესაბამისი განაცხადის ფორმა ივსება და ბარდება: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში; საზღვარგარეთ მყოფ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს; მოქალაქეობის აღდგენის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: • ფოტოსურათი, ზომით - 3X4; • იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი საქართველოს მოქალაქეობას კანონის შესაბამისად ფლობდა; • სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; • საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

მოქალაქეობის შენარჩუნების განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: ა) ფოტოსურათი, ზომით - 3X4; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვებლად მიმდინარე პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის საკითხის განხილვის ვადები და საფასური: 1. მე-80 კალენდარულ დღეს მიღებისთვის მომსახურების საფასური - 250 ლარი; 2. მე-60 კალენდარულ დღეს მიღებისთვის მომსახურების საფასური - 350 ლარი; 3. 30 კალენდარული დღის ვადაში მიღებისთვის მომსახურების საფასური - 500 ლარი.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

წყარო: imedinews.ge

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

ონლაინ ვართ — მოგვწერე WhatsApp-ზე