რომელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მიმართულება

რომელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მიმართულება

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ბრიტანეთის საავიაციო სტატისტიკის ონლაინსერვისმა "OAG" 2019 წლის ყველაზე დატვირთული და პოპულარული ავიამიმართულებების სია შეადგინა. პირველ ადგილზე კუალა-ლუმპური - სინგაპურის მიმართულება დასახელდა. წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 30 ათასზე მეტი ფრენა სრულდება, დღიურად კი საშუალოდ 82 ფრენა. ამის შემდეგ სიაში ჰონგ-კონგი - ტაიბეის მიმართულებაა. წელიწადში ეს რეისი 28.5 ათასჯერ სრულდება, მესამე ადგილს კი სინგაპური - ჯაკარტის ავიამიმართულება იკავებს 27 ათასი ავიარეისით წელიწადში. სიაში ასევე არის ნიუ-იორკი - ტორონტოს, ბანგკოკი - სინგაპურისა და დუბაი - ქუვეითის ავიამიმართულებები.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

ონლაინ ვართ — მოგვწერე WhatsApp-ზე