მადრიდი და ლისაბონი: ზაფხულში თბილისიდან შესაძლოა 2 ახალი პირდაპირი ფრენა დაიწყოს

მადრიდი და ლისაბონი: ზაფხულში თბილისიდან შესაძლოა 2 ახალი პირდაპირი ფრენა დაიწყოს

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა ესპანური ავიაკომპანია Plus Ultra Líneas Aéreas-ი და პორტუგალიური Hi Fly შემოვიდნენ. როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე განმარტავს, Plus Ultra Líneas Aéreas-ი ფრენებს მადრიდიდან თბილისის მიმართულებით განიხილავს, ხოლო Hi Fly კი ლისაბონიდან თბილისის მიმართულებით. „ვესაუბრებით Plus Ultra Líneas Aéreas-ს მადრიდის მიმართულებაზე და ასევე ვესაუბრებით Hi Fly-ს ლისაბონის მიმართულებაზე. ვფიქრობთ, რომ ქართველი მომხმარებლისთვის და არამარტო, ეს იქნება ძალიან სასიხარულო თუ კი აღნიშნული ავიაკომპანიები ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოვლენ“, განაცხადა თეა ზაქარაძემ.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

ონლაინ ვართ — მოგვწერე WhatsApp-ზე