სამი ქვეყანა, სადაც ქართველები უპრობლემოდ შედიან

სამი ქვეყანა, სადაც ქართველები უპრობლემოდ  შედიან

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის მარტის სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში გაემგზავრნენ. მარტში გერმანიაში ქართველების 6 056 გასვლა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი„ წერს.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

გერმანიას მოსდევს საბერძნეთი, სადაც - 3 730 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 3 185 გასვლით პოლონეთია. რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც მარტში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: რუმინეთი - 10 გამგზავრება; ბულგარეთი - 102 და ბელგია - 168 გამგზავრება. სტატისტიკა 16 ქვეყანას მოიცავს და აქედან მხოლოდ სამ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: რუმინეთი (გაემგზავრა - 10); ლიეტუვა (გაემგზავრა - 501) და ნიდერლანდები (გაემგზავრა - 331). რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლებს, ჯამში ასეთი 13 ქვეყანა იყო. ყველაზე მეტი - 105 უარი წინა თვეში საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიაში უთხრეს. მას მოსდევს კვიპროსი - 39 უარით, მე-3 ადგილზე კი ესპანეთია, სადაც მარტში 37 უარი დაფიქსირდა.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

ონლაინ ვართ — მოგვწერე WhatsApp-ზე