ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად კონტროლი საქართველოს საზღვრებზეც გამკაცრდება
ემუქრება თუ არა ვიზალიბერალიზაციიდან ორი წლის შემდეგ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე?- იმისთვის, რომ არ ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გააძლიერა. მიზანი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებაა. ასევე კონტროლი საქართველოს საზღვრებზეც გამკაცრდება.
ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით, შენარჩუნებული და გამყარებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
“შესაბამისი ნაბიჯები იდგმება, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით. გარკვეული ქვეყნების მხრიდან წუხილი იყო გამოთქმული თავშესაფრის მაძიებლების სტატისტიკის ზრდასთან დაკავშირებით და ჩვენი ქმედებებიც ადეკვატურია
კონკრეტული ერთობლივი გეგმები დავგეგმეთ, რაც ჩვენი შემდგომი ნაბიჯებით იქნება განსაზღვრული როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. მომავალში ამაზე საუბარი აუცილებლად გვექნება. ვფიქრობ, ეს ის კონკრეტული ნაბიჯებია, რასაც შედეგად მოჰყვება, რომ ევროპულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლების ზრდის სტატისტიკა საგრძნობლად შემცირდება და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 2 წელი გავიდა. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს გულისხმობს, კერძოდ, 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში გადაბმულად 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში შემდეგი შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.
საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას (გამონაკლისს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია) და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
ავიაბილეთების კალენდარი
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს