ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
სად შეიძლება დასაქმდეს გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქე
აუცილებელი არ არის, რომ გერმანიაში დასაქმების მსურველი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე იყოს – მთავარია, რომ პროფესია ქვეყნის დასაქმების სააგენტოს პოზიტიურ სიაში იყოს.
გერმანიის დასაქმების სააგენტომ იმ პროფესიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა ცოდნაც უცხოელებს გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, იუწყება ტელეკომპანია Imedi Deutsche Welle-ზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუცილებელი არ არის, რომ გერმანიაში დასაქმების მსურველი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე იყოს. მთავარია, რომ პროფესია ქვეყნის დასაქმების სააგენტოს პოზიტიურ სიაში იყოს.
იაფი ავიაბილეთის დაჯავშნა
დასაქმების მსურველმა უცხოელებმა პროფესიული განათლების დიპლომი უნდა დაამოწმონ გერმანიაში და თავად დაუკავშირდნენ დამსაქმებელს.
გერმანიის ფედერალური სააგენტოს პოზიტიურ სიაში აღმოჩნდნენ ლითონის მჭრელები, მეტალოკონსტრუქციების ტექნოლოგ-მემონტაჟეები, ოსტატ-შემდუღებლები და მექანიკოს-ინსტრუმენტალისტები.
დეფიციტურ პროფესიებს შორისაა ასევე სისტემების ავტომატიზებული მართვა, ელექტრონიკის სპეციალისტი, წარმოების ტექნოლოგი. ამ სპეციალისტების მოწვევა გერმანულ კომპანიებს შეუძლიათ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.
გერმანიაში სამშენებლო ბუმია და ქვეყანა აქტიურად ცდილობს ამ დარგის სპეციალისტების სხვა ქვეყნებიდანაც მოზიდვას. კერძოდ, არის მოთხოვნა სამშენებლო მოედნის მეთვალყურეზე, ფილების და პარკეტის დამგებზე, ქვის მთლელებზე, ასევე დარაბების მემონტაჟეებზე.
გერმანიაში ასევე დეფიციტურია მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობის სპეციალისტები. მოთხოვნაა ასფალტისა და ლიანდაგის დამგებებზე.
გერმანიის შრომის ბაზარზე სჭირდებათ გათბობის სისტემის მონტაჟის სპეციალისტები, სანტექნიკის ხელოსნები, კონდიცირების, სამაცივრე და წყალგაყვანილობის სისტემის სპეციალისტები.
გერმანიაში არსებობს მოთხოვნა გადამზიდავი ავტომობილების მემანქანეებზე, ავტოტრანსპორტის მომსახურე პერსონალზე, მეტალოკონსტრუქციების მშენებლებზე და სოფლის მეურნეობის დარგის მექანიზატორებზე.
ყველაზე დეფიციტურია საოპერაციოს მედდები და საშუალო სამედიცინო პერსონალია, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სფეროში საქმიანობს. ასევე, შრომის ბაზარზე დეფიციტურია ფიზიოთერაპევტები და თერაპევტები, სარეაბილიტაციო სმენის აპარატურის სპეციალისტები.
ვაკანტურია ადგილები ინფორმატიკის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიის სექტორში. გერმანიის შრომის ბაზარს სჭირდება ინფორმაციული სისტემების სპეციალისტები. ასევე გერმანიის ფედერალური სააგენტოს პოზიტიურ სიაში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
ავიაბილეთების კალენდარი
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს