პირდაპირი ფრენა თბილისიდან მალტაში - ახალი ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე
1 წუთის საკითხავიJustFly რედაქცია
ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
საქართველოს ავიაბაზარს მალე ახალი მოთამაშე შეემატება. ავიაკომპანია Air Malta თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგება.
„ინტრეკო თრეველ ჯგუფის“ ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამიერიდან აღნიშნული ტურისტული კომპანია იქნება საქართველოში ავიაკომპანიის კომერციული წარმომადგენელი.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
„ინტერკო თრეველ ჯგუფის“ აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი წევრი შეემატება. 2019 წლის 3 ივლისიდან Air Malta შეასრულებს პირდაპირ, ყოველკვირეულ, რეგულარულ ფრენებს თბილისის მიმართულებით.
„ინტერკო თრეველ ჯგუფი“, როგორც Air Malta-ს კომერციული წარმომადგენელი საქართველოში, ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ერთგულ მომხმარებლებს შესთავაზონ ევროპული საზაფხულო დასვენება მისაღებ ფასად.
ასევე ბედნიერებას გვანიჭებს იმის გააზრება, რომ მონაწილეობას ვიღებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში, რადგან აღნიშული პირდაპირი რეისები საქართველოს, მალტიდან და მისი მეზობელი ევროპული ქვეყნებიდან პოტენციური ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება”, აცხადებენ „ინტრეკოთრეველ ჯგუფში”.