ავიაკომპანია KLM -ის ახალი თვითმფრინავის ფრთებში სამგზავრო ადგილები განთავსდება (ვიდეო)
1 წუთის საკითხავიJustFly რედაქცია
ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ავიაკომპანია KLM -ის ახალი თვითმფრინავის ფრთებში სამგზავრო ადგილები განთავსდება
ნიდერლანდური ავიაკომპანია KLM-ი იწყებს ახალი საავიაციო პროექტის დაფინანსებას, რომელმაც შეიძლება თვითმფრინავების მომავალი იერსახე სრულიად შეცვალოს. როგორც კომპანია საკუთარ ვებგვერდზე წერს, V-ს ფორმის თვითმფრინავი 314 მგზავრს დაიტევს და სტანდარტულ თვითმფრინავებთან შედარებით 20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.
დაჯავშნეთ იაფი aviabiletebi
პროექტი დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ავიაკონსტრუქტორებმა შექმნეს. თვითმფრინავს Flying-V, კომპანია Gibson-ის ელექტროგიტარის საპატივცემულოდ დაარქვეს, ვინაიდან აფრენის შემდეგ ის ფორმით გიტარას ემსგავსება.
თვითმფრინავის სიგრძე 55 მეტრი, სიგანე კი 65 მეტრი იქნება. კომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ფრთებში სამგზავრო ადგილები და საბარგულები განთავსდება.