8 ივლისიდან რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენები შეჩერდება
1 წუთის საკითხავიJustFly რედაქცია
ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
<a href="https://play.google.com/store/apps/details?id=ka.justfly.example" target="_blank"><img src="https://justfly.ge/wp-content/uploads/2019/06/get-it-on-google-play.png" alt="ავიაბილეთების აპლიკაცია" title="ავიაბილეთების აპლიკაცია"/></a>
8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიების ავიარეისები რუსეთის ფედერაციაში შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ რუსეთის საავიაციო უწყებამ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას უკვე აცნობა.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
ფრენების შეჩერების მიზეზად, ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება სახელდება.
როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ დროისათვის ქართული მხარის დავალიანება 792 543,19 აშშ დოლარს და 592 251,95 რუბლს შეადგენს.
ავიამიმოსვლის აღდგენის პირობად ქართული ავიაკომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამების წარდგენა და აეროსანავიგაციო მომსახურების დავალიანების დაფარვა სახელდება.
"აღნიშნული დავალიანება ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა, თუმცა არ დაუბრუნებია.
რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მზადაა კონსულტაციები გამართოს ქართულ მხარესთან", – წერია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.