Myway Airlines -ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა და შესაძლოა, ისრაელის მიმართულებით რეისები შეეზღუდოს
032 205 44 43 [email protected]

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ავიაბილეთების აპლიკაცია

Myway Airlines -ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა და შესაძლოა, ისრაელის მიმართულებით რეისები შეეზღუდოს

ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines -ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, Myway Airlines -მა გერმანიაში ფრენებზე უარი მიიღო, რასაც ევროპის სხვა ქვეყნებში ფრენებზე, ევროკომისიის უარიც მოჰყვა. გერმანიის საავიაციო ხელისუფლების მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწერილ წერილში ნათქვამია, რომ უწყებამ დეტალურად შეისწავლა Myway Airlines -ის განაცხადი და დაასკვნა - "კომპანია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ მოთხოვნებს". ამავე დოკუმენტში წერია, რომ გერმანიის საავიაციო ხელისუფლება იტოვებს უფლებას, ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთები

ევროპაში ფრენებზე უარი "ჯი-ეიჩ-ენს" ავიაკომპანიაში დაუდასტურეს. Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ავიაკომპანიას 2018 წელს იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ბაზრებზე დაშვების უფლება ჰქონდა, დღეისათვის ავიაკომპანიას ევროკავშირის ბაზარზე დაშვების უფლება არ ეძლევა.

ევროპის უარის შემდეგ, ავიაკომპანია, შესაძლოა, საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაშიც აღმოჩნდეს. მისთვის, როგორც ყველა ქართული ავიაკომპანიისთვის, 8 ივლისიდან დაიხურა რუსეთის საჰაერო სივრცე. ამჯერად, Myway Airlines -თვის რჩება ერთადერთი რეგულარული მიმართულება - თელ ავივი. თუმცა, ავიაკომპანიის მენეჯმენტი, სამომავლოდ, ამ მიმართულებაზე პრობლემებსაც არ გამორიცხავს. იგორი აფციაური „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ამბობს, რომ ისრაელი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ის საქართველოს მსგავსად ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის წევრია, შესაბამისად, ისინიც ძალიან ბევრ ევრორეგულაციას ნერგავენ, ისევე, როგორც საქართველო.

"სიმართლე, რომ გითხრათ ყველაზე მეტად მაგის მეშინია. ევროკომისიამ ინფორმაცია გადაუგზავნა ევროკავშირის ქვეყნებს. ისრაელი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ის საქართველოს მსგავსად არის წევრი ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის. ისინიც ძალიან ბევრ ევრორეგულაციას ნერგავენ, ისევე, როგორც ჩვენ", - აცხადებს Myway Airlines -ის ხელმძღვანელი.

რა პრეტენზიები გაუჩნდა ევროკომისიას Myway Airlines -ის მიმართ?

იგორ აფციაური ამბობს, რომ Myway Airlines -ი ევროკავშირის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესასრულებლად ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. თუმცა, არ მალავს, რომ ხანგრძლივი და დროში გაწელილი განხილვების შემდეგ გერმანიაში ფრენების დაშვებაზე უარს ელოდა.

"ჩვენ რეისებს ვასრულებდით რომისა და ბუდაპეშტის მიმართულებით და დაანონსებული გვქონდა ათენიც. თუმცა, სამწუხაროდ, მერე აღარ გამოვიდა. თავის დროზე, ფრენების განხორციელების ნებართვა, იტალიისა და უნგრეთის მსგავსად, საბერძნეთმაც მოგვცა. დოკუმენტები გადავაგზავნეთ და მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ. ამის პარალელურად, გათვლა გვქონდა მიუნხენისა და დუსელდორფის მიმართულებით ფრენებზე და შესაბამისი დოკუმენტაცია გერმანიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოშიც გავაგზავნეთ. „სამწუხაროდ, გერმანია "გაჯიუტდა". 7-8 თვის განმავლობაში ვაწვდიდით მოთხოვნილ დოკუმენტებს, რომელსაც დამატებით გვთხოვდნენ. თუმცა ის დოკუმენტაცია, რომელსაც გვთხოვდნენ, თავისუფლად შეეძლოთ მიეღოთ ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოსგან (EASA), რადგან ჩვენ გაქვს TCO, რომლის საფუძველზეც უნგრეთმა, საბერძნეთმა და იტალიამ მოგვცეს ფრენების განხორციელების უფლება. გერმანია, როგორც ჩანს, თავისსავე ორგანიზაციას, რომელიც კელნშია დაფუძნებული, არ ენდო. ჩაეძია ბოლომდე და შემოწმებამ 8 თვე გასტანა. მას შემდეგ, რაც გერმანიის საავიაციო ხელისუფლება შემოწმებას მორჩა, ჩვენი ინფორმაციით, მათ თქვეს რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ და ამიტომ Myway Airlines -ის ქეისი გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროში გადაგზავნეს. ამის შემდეგ, სამინისტრო საკითხს 2-3 თვის განმავლობაში იხილავდა. ჩვენი ინფორმაციითვე, გუნდი, რომელიც ჩვენს საქმეს სწავლობდა, რამდენჯერმე შეიცვალა. თუმცა მათაც თავისი ვადები აქვთ და ივნისის ბოლოსათვის ჩვენთვის უნდა ეცნობებინათ პასუხი: კი ან არა", - ამბობს იგორ აფციაური და აღნიშნავს, რომ ბოლოს ისეთ დოკუმენტებს ითხოვდნენ, რასაც სხვა შემთხვევაში არ ითხოვდნენ.

„მათ გარდა იმისა, რომ უარი გვითხრეს, ჩვენი ქეისი ევროკომისიას მიაწოდეს. უარის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ თითქოს, ვარღვევთ რეგულაციას, რომელიც უკავშირდება ავიაკომპანიის წილობრივ მდგომარეობას, ვინ მართავს კომპანიას და ვინ უწევს მას ზედამხედველობას. ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, ავიაკომპანიის 51%-ი უნდა იყოს ევროკავშირის მოქალაქეზე გაფორმებული, ან ევროკავშირში რეგისტრირებული კომპანიის საკუთრება. ასევე ხელმძღვანელი პირი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს კომპანიაში ისიც უნდა იყოს ევროკავშირის მოქალაქე, ჩვენს შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქე", - აცხადებს აფციაური.

Myway Airlines -მა, რომელიც ჩინური ინვესტიციებით დაფუძნებული, თუმცა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიაა, წილების გადათამაშება მოახდინა და დღეისათვის კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი იგორ აფციაურია, ხოლო 49%-ს Limited Liability Company Georgian Huashun International Industrial Investment Group Ltd-ი ფლობს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი კი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ჟენგლიანგია.

"წილების მხრივ, მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და 51%-ი საქართველოს მოქალაქის საკუთრებაა. ალბათ მენეჯმენტის კუთხით აქვთ შენიშვნები, რადგანაც ისინი წერილში წერენ, რომ ანგარიშებისა და შესწავლების საფუძველზე გამოვიტანეთ დასკვნა, რომ მოთხოვნებს არღვევთო. ევროკომისიაც იწერება, რომ ჩვენ განვიხილეთ თქვენი საკითხი და ჩვენც ვეთანხმებით გერმანული მხარის დასკვნასო", - განმარტავს ავიაკომპანიის 51%-იანის წილის მფლობელი იგორ აფციაური.

მისი თქმით, ცუდია ის, რომ ევროკომისიას არ აქვს ავიაკომპანიასთან ურთიერთობის ფორმატი.

„მოვინდომე ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რათა ისინი ჩვენს სიმართლეში დაგვერწმუნებინა, მაგრამ მათ მსგავსი ფორმატი არ გააჩნიათ. აქ კი უნდა დაგვეხმაროს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. როდესაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეგვატყობინა თუ რა პასუხი იყო ევროკომისიიდან, უკვე ძალიან გვიანი იყო და ვერც მოვასწარით რეაგირება", - თქვა აფციაურმა.
მისი თქმით, ევროკომისიის წერილი დათარიღებულია 19 ივნისით, ხოლო ის ავიაკომპანიას 27 ივნისს გადაეგზავნა.

„ისე გამოვიდა, რომ ჩვენ პოსტფაქტუმ ჩაგვაყენეს საქმის კურსში. შესაძლოა, ეს ვიღაცის ინტერესი იყო, ან კონკურენტების ინტერესიც იყო. ვერავის დავადანაშაულებ, თუმცა ფაქტი სახეზეა", - აცხადებს Myway Airlines -ის კომერციული დირექტორი.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

წყარო: ghn.ge

ავტორი: მაია არაბიძე

ავიაბილეთების კალენდარი

ჩვენ გირჩევთ..

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]
10 Shares
Share10
Tweet
Share
Pin