ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
ვის აეკრძალება შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლა
თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა
საქართველოს ელჩი: ისრაელში საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმდებიან
განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ გააკეთა
მსოფლიოს 10 ულამაზესი ტბა, რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ
მსოფლიოს ულამაზესი, ზღაპრული ადგილები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო რეჟიმის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს
კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა იმერეთის რეგიონში გაიმართება
ტურისტებმა სელფისთვის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს (ვიდეო)
ტურისტები ფოტოს გადასაღებად ვეშაპს ზედმეტად მიუახლოვდნენ
ლეგალური სამსახური: ქართველების დასაქმებაზე ევროკავშირის 3 ქვეყანასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს
საქართველოდან მიგრანტ მუშაკთა კანონიერად დასაქმების ხელშეწყობა
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.