ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
7 ქალაქი, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან
ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობს ადგილები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით მაცხოვრებლებს საჭიროებენ. მათ ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობისთვის კი საკმაოდ დიდ თანხებსაც გთავაზობენ.
გთავაზობთ 7 ქალაქს, რომლებმაც შესაძლოა, თქვენი ოცნებები აასრულონ: იმოგზაუროთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვროთ იქ და საკმაოდ კარგი თანხაც გამოიმუშავოთ.
დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ

„აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი“ – ასე უწოდებენ დეტროიტს მეორენაირად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ, თუმცა ის ცდილობს ყოფილი დიდება დაიბრუნოს, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი ხელისუფლებამ ახალი პროგრამა „Challenge Detroit“ შეიმუშავა, რომელიც ქალაქში ცხოვრებისა და სხვადასხვა სფეროში პროფესიონალ მომუშავეებს 2,5 ათას დოლარს გადაუხდის.
ალასკა, აშშ

თუ გიყვართ ზამთარი, თოვლიანი პეიზაჟები, ცხოვრების არც ისე სწრაფი რიტმი და თავს სიგრილეში კარგად გრძნობთ, მაშინ ცხოვრება ალასკაზე შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს თქვენთვის. არსებობს სპეციალური ფონდი, რომელიც ამ რეგიონის ახალ მაცხოვრებლებს საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდის, რადგან მოსახლეობის რაოდენობა აქ მუდმივად კლებულობს. ერთადერთი მოთხოვნა ამ ფულის მისაღებად ის არის, რომ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ ალასკაზე იცხოვროთ.
სასკაჩევანი, კანადა

კანადის ეს პროვინცია ახალ მაცხოვრებლებს კარგ წინადადებას სთავაზობს. ახალგაზრდები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში აქ იცხოვრებენ და იმუავებენ, 20 ათას დოლარს მიიღებენ.
პონგა, ესპანეთი

ეს სოფელი ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესია. იმისათვის, რომ მიიზიდოს ახალგაზრდობა და გააცოცხლოს ეკონომიკა, ყოველ წყვილს, რომელიც საცხოვრებლად იქ გადავა, 3 ათას ევროს სთავაზობს, ყოველ დაბადებულ ბავშვზე კი დამატებით 3 ათას ევროს.
ურეჰტი, ჰოლანდია

ეს არის ექსპერიმენტი – ქალაქის ყოველი ახალი მაცხოვრებელი 1000 დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით მიიღებს.
კერტისი, ნებრასკა, აშშ

ეს პატარა ამერიკული ქალაქი სახლის ასაშენებლად მიწას უფასოდ მგცემთ, სანაცვლოდ კი ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და კულტურის განვითარებას გთხოვთ.
ნიაგარას ჩანჩქერი

კიდევ ერთი შეთავაზება, რომელიც არარეალურად ჟღერს – იცხოვროთ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და სანაცვლოდ მიიღოთ ფული. კურსდამთავრებულებს ხელისუფლება 7 ათას დოლარს უხდის, რათა მათ შეძლონ სამსახურის მოძებნა და ჩანჩქერის მახლობლად ორი წლის განმავლობაში იცხოვრონ და იმუშაონ.
ჩვენ გირჩევთ..
როდიდან დაიწყება პირდაპირი ფრენა თბილისიდან შტატებში: Myway Airlines-ის ამბიციური გეგმები
2019 წელს კომპანიას 2 ბორტი დაემატება
Air Arabia თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე ფასდაკლებას აცხადეს
Air Arabia საგაზაფხულო შეთავაზების შესახებ აცხადებს
easyJet-მა საკუთარ ავიაპარკს პირველი Airbus A321neo შემატა
თვითმფრინავს CFM Leap-1A-ს ძრავა აქვს და მისი ეკონომ-სალონი 235 მგზავრზეა გათვლილი
საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა შესაძლოა პირადობის მოწმობებით გახდეს შესაძლებელი
“ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, დააჩქაროს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები”
Georgian Airways-ი ბათუმი-თელ-ავივის მიმართულებით სიხშირეს ამატებს
დამატებითი სიხშირით ოპერირების ნებართვა “Georgian Airways”-ს 16 ივლისს მიენიჭა
სახლი ყაზბეგში, რომელმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანა (ფოტოები)
“სახლში რომ დადებითი ენერგეტიკა და სიმშვიდე სუფევდეს, საჭიროა კომფორტული გარემო”
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.