ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
როდიდან დაიწყება პირდაპირი ფრენა თბილისიდან შტატებში: Myway Airlines-ის ამბიციური გეგმები
ჩინური ინვესტიციით შექმნილი ავიაკომპანია Myway Airlines-ი ბაზარზე ამბიციური გეგმებით გამოჩნდა. კომპანიამ ბიზნესის განვითარებაში 50 მლნ დოლარის ინვესტია უკვე ჩადო და როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი იგორ აფციაური ამბობს, 2019 წელს კომპანიას 2 ბორტი დაემატება.
ამ დროისთვის კომპანიაში 120 ადამიანია დასაქმებული და ეს რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება.
Myway Airlines-ს განვითარების 3 ეტაპიანი გეგმა აქვს და უკვე მესამე ეტაპისთვის 10 საჰაერო ხომალდით ოპერირებას გეგმავს.

„5 წლის განმავლობაში ყოველ წელს ავიაპარკს მინიმუმ 2 ბორტით შევავსებთ. ჩვენი განვითარების 3 ეტაპიანი გეგმის მესამე ეტაპისთვის გვინდა გვყავდეს 10 საჰაერო ხომალდი, თუმცა მეათე ბორტი აუცილებლად იქნება Boeing 777.
Boeing 777-ით ფრენების დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია, რადგანაც დღემდე საქართველოდან, ან საქართველოს მიმართულებით ასეთი ბორტით რეგულარული რეისი არავის განუხორციელებია“, – ამბობს იგორ აფციაური.
ახალი ავიაკომპანია ამ დროისათვის სამ რეგულარულ რეისს – თბილისი-ხარკოვი-თბილისი, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი და თბილისი-თელ ავივი-თბილისი ახორციელებს. უკვე მიიღო ევროპაში ფრენების განხორციელებისთვის შესაბამისი ლიცენზიაც.
„გამორიცხული არ არის, რომ წელს 5 ევროპული მიმართულება დავამატოთ. განვიხილავთ 2 არაევროპული მიმართულების დამატებასაც. ვფიქრობთ, წელს Myway Airlines-ი 10 მიმართულებით განახორციელებს ფრენას. ახალი მარშრუტის არჩევისას ყველაფერს ვითვალისწინებთ ესაა კონკურენცია, მოთხოვნა, ჩვენი შესაძლებლობები და სხვა. წელს გეგმაშია ერთი ჩინური მიმართულება და იმედი გვაქვს, რუსეთის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესაძლებლობაც მოგვეცემა“, – აცხადებს კომპანიის ფინანსური დირექტორი.
რაც შეეხება აშშ-ს მიმართულებით კომპანიის მიერ დაანონსებულ ფრენებს, იგორ აფციაური ამბობს, რომ ამისათვის Boeing 777-ია საჭირო. Boeing-ის გარდა აშშ-ს მიმართულებით ფრენების დასაწყებად შესაბამისი ამერიკული ლიცენზიაა საჭირო, რასაც 2 წელი დასჭირდება.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს