ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
7 ქალაქი, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან
ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობს ადგილები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით მაცხოვრებლებს საჭიროებენ. მათ ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობისთვის კი საკმაოდ დიდ თანხებსაც გთავაზობენ.
გთავაზობთ 7 ქალაქს, რომლებმაც შესაძლოა, თქვენი ოცნებები აასრულონ: იმოგზაუროთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვროთ იქ და საკმაოდ კარგი თანხაც გამოიმუშავოთ.
დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ

„აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი“ – ასე უწოდებენ დეტროიტს მეორენაირად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ, თუმცა ის ცდილობს ყოფილი დიდება დაიბრუნოს, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი ხელისუფლებამ ახალი პროგრამა „Challenge Detroit“ შეიმუშავა, რომელიც ქალაქში ცხოვრებისა და სხვადასხვა სფეროში პროფესიონალ მომუშავეებს 2,5 ათას დოლარს გადაუხდის.
ალასკა, აშშ

თუ გიყვართ ზამთარი, თოვლიანი პეიზაჟები, ცხოვრების არც ისე სწრაფი რიტმი და თავს სიგრილეში კარგად გრძნობთ, მაშინ ცხოვრება ალასკაზე შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს თქვენთვის. არსებობს სპეციალური ფონდი, რომელიც ამ რეგიონის ახალ მაცხოვრებლებს საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდის, რადგან მოსახლეობის რაოდენობა აქ მუდმივად კლებულობს. ერთადერთი მოთხოვნა ამ ფულის მისაღებად ის არის, რომ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ ალასკაზე იცხოვროთ.
სასკაჩევანი, კანადა

კანადის ეს პროვინცია ახალ მაცხოვრებლებს კარგ წინადადებას სთავაზობს. ახალგაზრდები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში აქ იცხოვრებენ და იმუავებენ, 20 ათას დოლარს მიიღებენ.
პონგა, ესპანეთი

ეს სოფელი ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესია. იმისათვის, რომ მიიზიდოს ახალგაზრდობა და გააცოცხლოს ეკონომიკა, ყოველ წყვილს, რომელიც საცხოვრებლად იქ გადავა, 3 ათას ევროს სთავაზობს, ყოველ დაბადებულ ბავშვზე კი დამატებით 3 ათას ევროს.
ურეჰტი, ჰოლანდია

ეს არის ექსპერიმენტი – ქალაქის ყოველი ახალი მაცხოვრებელი 1000 დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით მიიღებს.
კერტისი, ნებრასკა, აშშ

ეს პატარა ამერიკული ქალაქი სახლის ასაშენებლად მიწას უფასოდ მგცემთ, სანაცვლოდ კი ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და კულტურის განვითარებას გთხოვთ.
ნიაგარას ჩანჩქერი

კიდევ ერთი შეთავაზება, რომელიც არარეალურად ჟღერს – იცხოვროთ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და სანაცვლოდ მიიღოთ ფული. კურსდამთავრებულებს ხელისუფლება 7 ათას დოლარს უხდის, რათა მათ შეძლონ სამსახურის მოძებნა და ჩანჩქერის მახლობლად ორი წლის განმავლობაში იცხოვრონ და იმუშაონ.
ჩვენ გირჩევთ..
Pobeda-მ ეკატერინბურგიდან-თბილისის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს
ავიაკომპანია კვირაში 4 რეისს განხორციელებს
ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი – 15 000 დოლარი
ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილში სახელმწიფოსგან საჩუქრად 250 000 დოლარს იღებს
რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია “TAROM” საქართველოში ოპერირებას იწყებს
“რუმინეთსა და საქართველოს შორის, აქამდე, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასდროს განხორციელებულა”
მასკატიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისი ინიშნება
მასკატაში გამართულ პრეზენტაციას ადგილობრივი კომპანიების 100 წარმომადგენელი დაესწრო
30%-იანი ფასდაკლება ავიაკომპანია Wizz Air-სგან
Wizz Air კვლავ აგრძელებს იმ ქვეყნების მხარდაჭერას, სადაც მოღვაწეობს
British Airways-ი სამეფო ქორწილის პატივსაცემად განსაკუთრებულ რეისს განახორციელებს
ყველა მგზავრი ბორტზე საჩუქრად მიიღებს ასევე შამპანურსა და ტორტის ნაჭერს
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.