ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია “TAROM” საქართველოში ოპერირებას იწყებს
1-ელი ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია “TAROM”-ი განახორციელებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ რუმინული ავიკომპანიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” წარმომადგენლებთან შეხვედაზე იქნა მიღებული.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, დეა მაჭავარიანმა განაცხადა, რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებენ და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით.
“რუმინეთსა და საქართველოს შორის, აქამდე, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასდროს განხორციელებულა. ივლისიდან ბუქარესტის მიმართულებით, საქართველოს უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება პირდაპირი ფრენები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუმინეთის დედაქალაქის მიმართულებით სახელმწიფო ავიაკომპანია ტარომი იფრენს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air განახორციელებს. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ავიამიმართულებები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გააღრმავებს”,- განაცხადა დეა მაჭავარიანმა.
2018 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოში შემოსული რუმინეთის მოქალაქეების რაოდენობა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24, 5 პროცენტით არის გაზრდილი.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს