ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
საჭირო ინფორმაცია თბილისიდან ამბროლაურში ფრენის მსურველთათვის
ამბროლაურის აეროპორტი 2017 წლის 14 იანვარს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა
5 ევროპული ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ მუდმივი ბინადრობის უფლების ყიდვა
არაევროპული ქვეყნების მოქალაქეები აქტიურად ინტერესდებიან უძრავი ქონებით ევროპის ქვეყნებში
28 000 დოლარი და დასაქმება უცხოეთში: ახალი 4 წლიანი სამუშაო ვიზა საფრანგეთში
გრანტი 14 000$ -დან 28 000$ -ის ფარგლებში თითო პერსონაზე და პარიზში უფასო საოფისე ფართი
ჩამონათვალი: ფასები და ქვეყნები – რა ღირს ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან
რომელი ავიაკომპანია რა ფასად დაფრინავს ქუთაისიდან
ქვეყნები სადაც ემიგრანტებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ
მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყანა ემიგრანტებისთვის სამუშაოდ
ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა (ფოტო)
ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.