ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
ექსპერტების რჩევები: როგორ შევავსოთ სავიზო დოკუმენტები სწორად
როგორ უნდა შეავსოთ და ჩააბაროთ სავიზო დოკუმენტები სწორად, იმისათვის, რომ დადებითი შედეგი მიიღოთ
ჩამონათვალი: 2016 წლის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები
FlightStats-მა 2016 წლის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპნაიების რეიტინგი გამოაქვეყნა
თბილისის ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია – ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი Gulf Air–ი შედის
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია, ბაჰრეინული Gulf Air–ი შედის
5 რამ, რაც შრი-ლანკაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ
სტუმრად ჩასულს აქ შრი ლანკას გემრიელი ქუჩის საკვების დაგემოვნებაც შეგეძლებათ
ჩამონათვალი: 15 ყველაზე იაფიანი ტურისტული მიმართულება 2017 წელს
ამ წლის დასაწყისში ერთმანეთს შეადარეს 44 ქვეყანა და გამოთვალეს ვიზიტის საშუალო ხარჯები
რჩევები და პირადი გამოცდილება: როგორ მივიღოთ აშშ-ს ვიზა უარის შემდეგ
თუ თქვენ აშშ-ს ვიზაზე უარი მიიღეთ, პანიკაში ნუ ჩავარდებით, ამით შტატებისკენ გზა არ ჩაკეტილა
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.