აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
დაჯავშნეთ ავიაბილეთი
„სექტემბრის დასაწყისში მე პირადად მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ვგეგმავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას. იქ გვექნება შეხვედრა ორ წამყვან ავიაკომპანიასთან, რომლებიც, ვვარაუდობთ, რომ დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებით და ველოდებით, რომ „რაინეართან“ მოლაპარაკების მსგავსად, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში დავასრულეთ, ასევე წარმატებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის ინფორმაციით, უკვე ჩატარებულია შესაბამისი კვლევაც.
„ჩვენ საკმაოდ დეტალური კვლევა განვახორციელეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მიმზიდველი. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რადგან აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და პირდაპირი ფრენების დაწყება იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური მესიჯი, ასევე ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის, ვინც ამას მოკიდებს ხელს. ეს უკვე პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ შემდგომ მოლაპარაკებებში დაგვეხმარება”, – აღნიშნა მინისტრმა.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
ავიაბილეთების კალენდარი
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს
სოხუმის აეროპორტის კოდი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე არ შეიცვლება – ICAO
ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს