ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
იტალიის ქალაქი ბოლონია და გერმანიის ქალაქი კიოლნი - ორი ახალი მიმართულებაა, სადაც ფრენები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair -ის მიერ შესრულდება. ახალი მიმართულებებით ბილეთები უკვე გაყიდვაშია, მათი ფასი 77.99 ლარიდან/24.99 ევროდან იწყება.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით 23 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებულებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში 4 ჯერ შესრულდება (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" მუდმივად მუშაობას საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის მიმართულებით. ასევე, არსებული ავიაკომპანიების მიერ ახალი მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების კუთხით. ავიაკომპანია ვიზეარი უკვე 7 წელია საქართველოს ავიაბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. 2018 წლის მონაცემებით, ის მგზავრთა გადაყვანის კუთხით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერიც გახდა.
10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air -ის მესამე ბაზირებული ხომალდი განთავსდება, რომელიც ფრენების ევროპის 6 ახალი მიმართულებით: ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ეინდჰოვენში, ტალინსა და ბარიში შეასრულებს.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
ავიაბილეთების კალენდარი
ჩვენ გირჩევთ..
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს
სოხუმის აეროპორტის კოდი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე არ შეიცვლება – ICAO
ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს