ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
როგორ ვიმოგზაუროთ უფასოდ
უფასოდ მოგზაურობაზე, დიდი ალბათობით მხოლოდ ზარმაცი ადამიანები არ ოცნებობენ. ჩვენ გადავწყვიტეთ მივყვეთ უფასოდ მოგზაურობის თემას და მკითხველებს შევთავაზოთ უფრო მეტი ინფორმაცია ზუსტად იმ მეთოდების შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ უფასოდ მოგზაურობისთვის, ან თითქმის უფასოდ. როგორ ვნახოთ მსოფლიო, ისე რომ მნიშვნელოვნად დავზოგოთ ჩვენი ფინანაები, მაგრამ დავრჩეთ საკმარისად კომფორტულ პირობებში და ამასთან ერთად მივიღოთ ახალი ცოდნა, ემოციები და ურთიერთოებები.
პირველი მეთოდია – იახტინგი. ანუ უფასოდ მოგზაურობა იახტით.
ახლა კი გავეცნოთ ყველაფერს დეტალურად.
ბევრმა გამოცდილმა მოგზაურმა კარგად იცის მეთოდის შესახებ, როცა ნაცვლად ფრენისა ან მოუხერხებელი ავტო ტრანსპორტით გადაადგილებისა, შეგიძლიათ გახდეთ იახტის ეკიპაჟის წევრი და გაემგზავროთ საზღვაო მოგზაურობაში.
საქმე იმაშია, რომ იახტის მფლობელთა უმეტესობა ხშირ შემთხვევაში მოგზაურობენ სანაპიროსთან ახლოს და აწყობენ მოკლე 1-2 დღიან კრუიზებს, შესაბამისად მსგავსი გასვლისთვის მათ არ ჭირდებათ ეკიპაჟი, სრულად ყოფნით მეგობრებისა და ნათესავების დახმარებაც, ხოლო გრძელვადიანი მოგზაურობისთვის კი ეკიპაჟის გარეშე წასვლა უბრალოდ შეუძლებელია, ასეთ დროს იახტის მფლობელები მოგზაურობაში გასვლამდე უმეტეს შემთხვევაში ეკიპაჟს ქირაობენ.
ეკიპაჟის შეკრება ხდება მაშინაც როდესაც საშუალო ზომის იახტის გადაყვანაა საჭირო საკმაოდ დიდ დისტანციაზე, ეს კეთდება იმისთვის, რომ ძირითადმა გუნდმა ამაზე დრო არ დაკარგოს და დაისვენოს.
ორივე შემთხვევაში ეს საუკეთესო შესაძლებლობაა გაემგზავროთ სამოგზაუროდ სრულიად უფასოდ. როგორც წესი, გასაგები მიზეზების გამო თქვენ საძინებლისთვისაც კი არ მოგიწევთ თანხის გადახდა. ხშირ შემთხვევაში იახტის მფლობელები მზად არიან მთლიანად დაფარონ მგზავრობის საფასური, ეკიპაჟის წევრების ჩამოსვლის ადგილიდან გამგზავრების პორტიდან.
როგორ მოვხვდეთ იახტაზე
ამის გაკეთება ყველაზე სწრაფად ინტერნეტით შეგიძლიათ, მაგრამ ამის შესახებ უფრო მოგვიანებით. არსებობს სხვა მეთოდიც. აირჩიეთ სასურველი გამშვები პორტი (ყველაზე პოპულარულად ითვლება პანამის, გიპრალტარის, სან-დიეგოს, ოკლედნისა და კეიპთაუნის პორტები), სასურველი პორტის შერჩევამდე გადაამოწმეთ ინფორმაცია იახტინგის სეზონის შესახებ. გაემგზავრეთ არჩეული პორტებიდან ერთ-ერთში, როდესაც უკვე ადგილზე იქნებით მიდით ადგილობრივ იახ კლუბში, სადაც გეტყვიან ვინ იწყებს ეკიპაჟის შეგროვებას.
ამასთან ერთად, თითქმის ყველა იახტ კლუბი გაძლევთ საშუალებას გაიაროთ მოკლევადიანი კურსები იახტაზე საქმიანობის შესასწავლად.
ეკიპაჟის ჩვეულებრივ წევრს რაიმე განსაკუთრებული უნარ-ჩვევები არ ესაჭიროებათ. მარყუჟის შეკვრისა და ტერმინოლოგიის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ინტერნეტშიც. კაპიტანი აუცილებლად შეგარჩევთ თქვენ და არა გამოცდილ მეზღვაურს იმ შემთხვაში თუ თქვენი ხასიათი ერთმანეთს შეეწყობა.
დიდი პლიუსი იქნება თუ კაპიტანს შეთავაზებთ რაიმე განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს. მაგალითად, თუ თქვენ იცით მომზადება ან ხართ დაივინგის ინსტრუქტორი, ან ხართ დამწყები მექანიკოსი და სხვა.. არ დაგავიწყდეთ, რომ მოგიწევთ გემბანის რეცხვა, დალაგება და სხვა წვრილმანი საქმეები.
მაგრამ, ამ საქმიანობის კომპენსაციაც არ დააყოვნებს, თქვენ შეგეძლებთ ნახოთ არატურისტული ადგილები, იცუროთ რიფებში და დაჯდეთ ზღვის ნიავში ფინჯან ჩაისთან ერთად. ყოველი შემთხვევისთვის, თან წაიღეთ ზღვის ავადმყოფობის წინააღმდეგ საჭირო ტაბლეტები.
ახლა კი, როგორც შეგპირდით მოგიყვებით საიტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ მოძებნოთ ეკიპაჟი და გაემგზავროთ სამოგზაუროდ იახტით.
გთავაზობთ საიტების ჩამონათვალს:
Findacrew.net – მოგზაურებსა და აიხტების მფლობელთა შორისძალიან პოპულარული საიტი. ახალი შემოთავაზებები ჩნდება, თითქმის ყოველ საათში. პროექტი დაარსებულია 2004 წელს, საიტს აქვს როგორც ფასიანი ასევე უფასო სერვისები.
Crewseekers.net – ახალი შემოთავაზებები ჩნდება ყოველ 2-3 დღეში. თვითონ პროექტი დაარსებულია 1990 წელს, მათი წარმომადგენლობა არსებობს 50 ქვეყანაში.
7knots.com – საიტი საკმაოდ მარტივი და პრიმიტიულია. მაგრამ შემოთავაზებები ძალიან ბევრი და ხშირად განახლებადია.
Foatplan.com – შემოთავაზებები ახლდება 2-3 დღეში ერთხელ, შეთავაზებები ეძებეთ Crew Wanted განყოფილებაში.
Crewbay.com – მოძებნეთ შემოთავაზებები «Find Boats» განყოფილებაში. საიტზე რეგისტრაცია სრულიად უფასოა.
Sailingnetworks.com – შეთავაზებები ჩნდება იშვიათად, მაგრამ მაინც საყურადღებო პლატფორმაა.
ჩვენ გირჩევთ..
სოხუმის აეროპორტის კოდი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე არ შეიცვლება – ICAO
ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს
WizzAir ავიაბილეთებს ახალ მიმართულებაზე 14.99 ევროდ ყიდის
ინფორმაცია ავიაკომპანია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული
ავიაკომპანია Georgian Airways განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანიის მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას
საქართველოს პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს ქართველ მიმართავს გამოიყენონ კანონი
რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს საქართველოს სუბსიდირებულ ფრენებს არ შესთავაზებენ
“რუსულ ტუროპერატორებს ურჩევნიათ, რომ საქართველოში ტურები არ გასცენ”
ზამთრის სანავიგაციო პერიოდში Wizz Air-ი ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე აღარ იფრენს
ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში კი Wizz Air-ის ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს განაახლებს
იაფი ავიაბილეთები
ბოლონია
იტალია
ოჰრიდი
მაკედონია
მონტე-კარლო
მონაკო
ბაქო
აზერბაიჯანი
ქაირო
ეგვიპტე
ბოდრუმი
თურქეთი
ტენერიფე
ესპანეთი
მიკონოსი
საბერძნეთი
ჰერაკლიონი
საბერძნეთი