ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ჩამონათვალი: 2016 წლის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები
ანალიტიკურმა სააგენტო FlightStats-მა 2016 წლის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპნაიების რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველი ადგილი დაიკავა ჰოლანდიურმა KLM-მა – მისი თვითმფრინავების დაგვიანების ალბათობა შეაგდებს 11, 47% – ეს არის მინიმალური მაჩვენებელი.
მეორე ადგილზეა ესპანური Iberia – 11, 8%. სამეულში ასევე შედის იაპონური JAL (12,2%). პუნქტუალური ავიაკომპანიების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ Qatar Airways, Austrian, ANA, Singapore Airlines, Delta Air Lines, TAM Linhas Aéreas და Qantas. მათი რეისების დაგვიანების ალბათობა არ აღემატება 15, 7%.
2016 წელს ყველაზე ხშირად იგვიანებდა ისრაელის ავიაგადამყვანი El Al – მისი დაგვიანების ალბათობა შეადგენს 56%-ს. ცოტა უკეთესად მუშაობდნენ ისლანდიურო Icelandair-ი და ინდური Air India – დაგვიანების ალბათობა – შესაბამისად 41, 05% და 38, 7%.
FlightStats-ის ექსპერტების აზრით, 2016 წელს ავიაკომპანიები ცდილობდნენ რაც შეიძლება მკაცრად დაეცვათ გრაფიკი, რაც ძალიან ხელსაყრელია მგზავრებისთვის.
რეიტინგის შედგენისას გამოიყენეს 500 სხვადასხვა წყარო, მათ შორის აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამსახურის და საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის. ექსპერტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ავიაკომპანიებსა და აეროპორტებისგან.
წყარო: commersant.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს