ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
გადაწყვეტილება ცნობილია: რამდენ დღეში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიის შემოღების საკითხს მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც ესწრებოდა, საკითხს კენჭი უყარეს.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ევროპარლამენტის 647 წევრიდან 553-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 66 დეპუტატი წავიდა, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 28 დეპუტატმა შეიკავა.
როგორც ევროპარლამენტარებმა საკითხის კენჭისყრამდე აღნიშნეს, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაიმსახურა. ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ.
მიმდინარე წლის 12 იანვარს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტში (LIBE) საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს კენჭი ეყარა და შესაბამისი რეგულაციის საბოლოო ტექსტი დამტკიცდა.
კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის მხარი დაუჭირა, ორი კი, საკითხის წინააღმდეგ წავიდა. ერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს