როგორ უნდა მოიქცეთ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

როგორ უნდა მოიქცეთ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში

მოგზაურობისას ზოგჯერ არასასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება შეგემთხვეთ. ბარგის დაკარგვას ან დაზიანებას ვგულისხმობ. დგახარ ბარგის მიმღებ პუნქტთან, ელი, ელი… ყველა სხვა ჩემოდანი გამოდის მოძრავ ბილიკზე, შენი კი არ ჩანს… გამოგიცდიათ ეს გრძნობა? თუ არა, გისურვებთ, არც გამოსცადოთ

განაცხადი

ბარგის დაკარგვის შემთხვევაში პირველი, რაც უნდა გააკეთოთ ისაა, რომ მიმართოთ აეროპორტის “დაკარგული ბარგის განყოფილებას” და გააკეთოთ ოფიციალური განაცხადი.

მოძიების პროცესი

უმეტეს შემთხვევაში ავიაკომპანია რამდენიმე საათში ახერხებს იპოვოს თქვენი ბარგი და დაგიბრუნოთ. ტრანზიტული ფრენისას ხშირია შემთხვევები, როცა ჩანთას შეცდომით სხვა თვითმფრინავში ტვირთავენ და სხვა ქვეყანაში გზავნიან ასეთ დროს რამდენიმე საათში თქვენს ჩანთას უვნებელს დაიბრუნებთ, უბრალოდ მას კიდევ ერთი გრძელი გზის გაკეთება მოუწევს თქვენამდე.

ზარალის ანაზღაურება

ავიაკომპანიას 2 თვე აქვს ჩანთის მოსაძიებლად, ამის შემდეგ უკვე გაქვთ უფლება მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება. ავიაკომპანიების უმეტესობას აქვს “მაქსიმუმი ზღვარი”, რისი მოთხოვნაც შეგიძლიათ თქვენი ჩანთისთვის. დიახ, შესაძლოა თქვენთვის ის ნივთები, რაც შიგნით გედოთ შეუფასებელია, მაგრამ ავიაკომპანია მას მაქსიმუმ რამდენიმე ასეულ ევროდ შეაფასებს სავარაუდოდ.

დაზიანებული ბარგი

ბაგაჟი

თუ ჩანთა დაზიანებული ჩამოგივიდათ, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა ასეთ დროსაც შეგიძლიათ. 1000 მგზავრზე დაახლოებით მხოლოდ 3 აკეთებს დაზიანებულ ბარგზე განაცხადს. ნუ დაგეზარებათ, ეს სამომავლო საქმეა.

დაზიანებულ ბარგზე განაცხადების ოდენობის ზრდა ავიაკომპანიებს ნამდვილად წაადგებათ, რომ პრობლემა დაინახონ.P.S. პატარა რჩევა: ფრენამდე, სანამ ბარგს ჩააბარებთ, გირჩევდით მას გარედან სურათი გადაუღოთ ყოველი შემთხვევისთვის. დაზიანების შემთხვევაშიც გამოგადგებათ და დაკარგვისას უფრო მარტივად აუხსნით შესაბამისი განყოფილების და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს, როგორ გამოიყურება თქვენი ჩანთა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

წყარო: gzashi.com

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]